ENG GEO

Search form

კონფუცის ინსტიტუტი

ზოგადი ჩინური ენის კურსი

პროგრამა გაძლევთ შესაძლებლობას შეისწავლოთ ჩინური ენა ნულოვანი დონიდან. საქართველოში გამოცემული ქართულენოვანი სახელმძღვანელოს "ჩინური ენის პრაქტიკული კურსის" და აუდიო მასალის მეშვეობით ძალიან მარტივად და ხარისხიანად შეძლებთ ჩინური ენის საფუძლვიანად ათვისებას. მათ, ვინც უკვე ფლობს ჩინურ ენას, ჩაუტარდებათ ტესტირება, რათა განისაზღვროს, რომელ ეტაპზე გააგრძელებენ სწავლას. მეცადინეობებს ატარებენ როგორც ქართველი, ასევე ჩინეთიდან მოწვეული პედაგოგები. 

 

ზოგადი ჩინური ენის კურსი მოიცავს სწავლების 6 ეტაპს. თითოეული ეტაპის ხანგრძლივობა შეადგენს 14 კვირას, კვირაში 6 საათი (კვირაში 2 დღე, 3 სთ/დღე). სამუშაო დღეებში სწავლა დაიწყება 19:00 საათზე.

პროგრამის ღირებულება შეადგენს 800 ლარს. სწავლის საფასურის ნახევარი მსმენელმა უნდა დაფაროს წინასწარ, ხოლო მეორე ნახევარი სწავლის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ.

ყოველი მეორე ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში, მსმენელს გადაეცემა თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის სერტიფიკატი.

  • ეტაპის გავლის შემდეგ სტუდენტებს საჩუქრად ვთავაზობთ მოკლევადიან ონლაინ ლექციებს ჩინელ პედაგოგებთან.   
  • მაღალი ეტაპების წარმატებულ სტუდენტებს გავუწევთ რეკომენდაციას ჩინეთში უფასო სტაჟირებაზე გასამგზავრებლად.
  • სწავლების პროცესში ხდება ჩინური ენის დონის საერთაშორისო სერტიფიკატის (HSK) გამოცდისთვის მზადება და ჩატარდება შესაბამისი კონსულტაციები.
  • საერთაშორისო გამოცდაზე გასვლა და სერტიფიკატის მოპოვება შესაძლებელია თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტში

 

პროგრამის გასავლელად უნდა შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა. 

შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, აპლიკანტები კურსს გაივლიან დისტანციურად  

 

 

  

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სასაუბრო ჩინური ენის კურსი

პროგრამა ითვალისწინებს სწრაფი და ეფექტური თემატური ზეპირი ჩინური ენის შესწავლას მხოლოდ ჩინური ენის ტრანსკრიფციის გამოყენებით (იეროგლიფების გარეშე). 

პროგრამის ხანგრძლივობაა 12 კვირა, კვირაში 4 საათი (კვირაში 2 დღე, 2 სთ/დღე).  პროგრამის წარმატებით გავლის შემთხვევაში მსმენელს გადაეცემა თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის სერტიფიკატი.

პროგრამის სრული ღირებულება შეადგენს 450 ლარს. სწავლის საფასურის ნახევარი მსმენელმა უნდა დაფაროს სწავლის დაწყებამდე.

პროგრამის გასავლელად უნდა შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა. პროგრამაზე მიღება ხდება წელიწადში ორჯერ.

შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, აპლიკანტები კურსს გაივიან დისტანციურად. 

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

თეა ხინჩაგაშვილი 
ელ. ფოსტა: t.khinchagashvili@freeuni.edu.ge
მობ: 579 494848

 

მარინე ჯიბლაძე (დირექტორი)
ელ.ფოსტა: m.jibladze@freeuni.edu.ge 
მობ: 599414716  

 

მარიამ ჩახაია
ელ.ფოსტა: m.chakhaia@freeuni.edu.ge
მობ. 557294294

Facebook