ENG GEO

Search form

კალანდაძე სწავლას Central European University-ში გააგრძელებს

მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების სკოლის სტუდენტი მარიამ კალანდაძე სწავლას Central European University-ში სოციალური ანთროპოლოგიისა და სოციოლოგიის სამაგისტრო ფაკულტეტზე გააგრძელებს.
 
ასევე, 14 ივნისს მარიამმა მოხსენება წაიკითხა University of Manchester-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაზე: Alternative Futures & Popular Protests. 
 
კონფერენცია 1995 წლიდან ყოველწლიურად მიმდინარეობს და მასზე სოციალური მოძრაობები და პროტესტი სხვადასხვა დისციპლინის პერსპექტივიდან განიხილება. კონფერენციაში მონაწილეობას 60-ზე მეტი ქვეყნიდან, უმეტესად PHD სტუდენტები და პროფესორები იღებენ. 
 
მარიამმა მონაწილეობა საკუთარი საბაკალავრო ნაშრომით: "Dynamics of Standing with Ukraine: Injustice Frame and Emotions in Solidarity Protests in Georgia" ("უკრაინის მხარდაჭერის დინამიკა: უსამართლობის ჩარჩო და ემოციები უკრაინის სოლიდარობის აქციებში"). 
 
საბაკალავრო ნაშრომის ხელმძღვანელია: ნინო ჟღენტი.
 
ნაშრომი შეეხება საქართველოში, 24 თებერვლიდან 7 მარტამდე გამართული უკრაინის სოლიდარობის აქციების კონტექსტში არსებული ემოციების დინამიკას.