ENG GEO

Search form

ლუკა გორგოძე, შერმადინ ოსაძე და გიორგი ფაიქრიძე კონკურსის „სტუდენტები სტარტაპებისთვის“ გამარჯვებულები გახდნენ

სტარტაპერისა და თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ერთობლივი პროექტის „სტუდენტები სტარტაპებისთვის“ გამარჯვებულები თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის (ESM) მეოთხე კურსის სტუდენტები, ლუკა გორგოძე, შერმადინ ოსაძე და გიორგი ფაიქრიძე გახდნენ.
 
სტუდენტების გუნდმა Orca სტარტაპ Adalan AI-ს მარკეტინგულ გამოწვევაზე იმუშავა. თიბისის სტარტაპერმა გუნდი საუკეთესო იდეისთვის დააჯილდოვა 6 000 ლარით.
 
პროექტის ფარგლებში მონაწილე სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცათ სტარტაპების რეალურ მარკეტინგულ გამოწვევებსა და მათ პოტენციურ გადაწყვეტებზე ემუშავათ.
 
პროექტში დარეგისტრირდა 54 გუნდი, სულ 186 სტუდენტი. ფინალურ ეტაპზე მონაწილეობა მიიღო 23-მა გუნდმა.
 
პროექტის განმავლობაში სტუდენტებმა იმუშავეს 5 სტარტაპის გამოწვევებზე: მინიაგური, Ge-parts, WebApp, ჩაის ქვეყანა და Adalan AI.