ENG GEO

Search form

ზუკა უგულავას სამეცნიერო სტატია International Journal of Scientific Research in Physics and Applied Sciences-ში გამოქვეყნდა.

თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის მეორე კურსის სტუდენტის, ზუკა უგულავას სამეცნიერო სტატია „რესპირატორული წვეთების მოძრაობის გავლენა ვირუსული ნაწილაკების გადატანაზე“ ჟურნალ „International Journal of Scientific Research in Physics and Applied Sciences“-ში გამოქვეყნდა.

ზუკამ ნაშრომის ფარგლებში შეისწავლა, თუ როგორ ვრცელდება სხვადასხვა რესპირაციისას ამოფრქვეული ვირუსული ნაწილაკები გარემოში. წარმოდგენილი მოდელის საშუალებით მან გააანალიზა ისეთი რესპირატორული ქმედების ქცევა განსხვავებულ გარემო პირობებში, როგორებიცაა ცემინება, ხველა და საუბარი.

კვლევამ აჩვენა, რომ საკმაო ოდენობით ვირუსული ნაწილაკი და წვეთი შეიძლება გასცდეს დადგენილ 2 მეტრიან დისტანციას, რაც უკეთეს წარმოდგენას გვიქმნის იმ რისკსა და უსაფრთხოების ზომებზე, რომელიც გასათვალისწინებელია კოვიდ-ინფიცირებულ პაციენტთან ურთიერთობისას.

ზუკას ნაშრომი შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ: https://arxiv.org/abs/2111.00988