ENG GEO

Search form

მარიამ ბიბილურმა ევროკავშირის სამართალში იმიტირებული სასამართლო პროცესების კონკურსში საუკეთესო გამომსვლელის ტიტული მოიპოვა

თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტმა, მარიამ ბიბილურმა იუსტიციის სამინისტროს ევროკავშირის სამართალში იმიტირებული სასამართლო პროცესების კონკურსში ინდივიდუალურად საუკეთესო გამომსვლელის ტიტული მოიპოვა.

ევროკავშირის სამართალში იმიტირებული სასამართლო პროცესები იუსტიციის სამინისტროს ევროკავშირის სამართლის დეპარტამენტის ინიციატივითა და იუსტიციის სასწავლო ცენტრის ხელშეწყობით ყოველწლიურად ტარდება. მისი მიზანი  ევროინტეგრაციის პროცესისა და ევროკავშირის კანონმდებლობისადმი ინტერესის გაზრდა და იმ საქმიანობის პოპულარიზაციაა, რასაც იუსტიციის სამინისტრო ეწევა ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში.

წელს კონკურსში 53 გუნდი და 169 მონაწილე იყო ჩართული.