ENG GEO

Search form

ტატო კოკაია სწავლას ბელგიაში გააგრძელებს

თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის კურსდამთავრებული, ტატო კოკაია სწავლას გააგრძელებს ევროპის პოლიტიკისა და მართვის სამაგისტრო პროგრამაზე ევროპის კოლეჯში, ბრიუგეში.
 
ევროპის კოლეჯი (College of Europe) 1949 წელს დაარსდა ევროპის ქვეყნების მაშინდელი პრემიერმინისტრების ინიციატივით, ევროპის მომავალი ლიდერების თავშესაყრელად.
 
ევროპის კოლეჯი ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის სტიპენდიის ფარგლებში საშუალებას აძლევს ქართველ სტუდენტებს, გააგრძელონ სწავლა ევროპული პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და სამართლის სამაგისტრო პროგრამებზე ბრიუგეში.