ENG GEO

Search form

ზაზა ოსმანოვის სტატიას პოპულარული გამოცემები ციტირებენ

თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის პროფესორის, ზაზა ოსმანოვის სტატიას “On the interstellar Von Neumann micro self-reproducing probes" მსოფლიოს თითქმის ყველა სამეცნიერო პორტალზე დიდი გამოხმაურება მოყვა. ამაში ადვილად დარწმუნდებით, თუ Google-ში აკრეფთ ტექსტს "Osmanov Von Neumann".

სტატია ეხება თეორიას ჩვენზე გავნითარებული, პოსტბიოლიგიური, სრულად ან ნაწილობრივ ციფრული არამიწიერი ცივილიზაციის შესახებ, რომელიც კოსმოსის ათვისებისთვის შესაძლოა იყენებდეს თვითგამრავლებად ზონდებს. თვითრეპლიკირებადი რობოტების იდეა წინა საუკუნეში გამოთქვა ცნობილმა მათემატიკოსმა ჯონ ფონ ნოიმანმა.

ზაზა ოსმანოვის თეორიის მიხედვით ვარსკვლავთაშორისი სივრცის ყველაზე სწრაფად კოლონიზაციისთვის რობოტები მიკრონის ზომის უნდა იყოს, ანუ მილიმეტრზე ათასჯერ ნაკლები, ხოლო რეპლიკაციისთვის საჭირო ნივთიერების შეგროვება ვარსკვლავთაშორის სივრცეში არსებული ნივთიერებითაა შესაძლებელი.

ნაშრომში ნაჩვენებია, რომ მიკრო ზონდები კოსმოსურ სივრცეში არსებულ ნივთიერებაზე დაჯახებისას ძალიან მძლავრ გამოსხივებას შექმნიან ინფრაწითელ, რენტგენულ ან რადიო დიაპაზონში რაც მათ დაკვირვებადს ხდის

ამას გარდა, ნაჩვენებია, რომ რობოტების გამრავლების ტემპმა სულ რაღაც რამდენიმე წელიწადში შეიძლება გამოიწვიოს სიკაშკაშის უსწრაფესი ზრდა და თუ ჩვენ დავინახეთ ცაზე მსგავსი თვისებების ობიექტი, შესაძლოა, რომ ეს სწორედ ის ექსტრატერესტრიალური ფონ ნოიმანის ზონდებია.