ENG GEO

Search form

კიდევ ერთი სტუდენტი ჩინეთის საელჩოში

თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ჩინური მიმართულების მეოთხე კურსის კიდევ ერთმა სტუდენტმა, ნათია ხარხელმა, კონკურსის შედეგად დაიწყო მუშაობა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოში.

ნათიამ ჩინური ენის შესწავლა 2014 წელს თავისუფალ უნივერსიტეტში დაიწყო. მესამე კურსის ბოლოს ჩინეთის მთავრობის სტიპენდია მოიპოვა და გაიარა ერთწლიანი სტაჟირება ჩინეთში, თიენძინში, ნანქაის უნივერსიტეტში. ასევე, 2018 წელს მან ჩააბარა HSK-ის ჩინური ენის დონის საერთაშორისო გამოცდის C1 დონე, ის ხშირად მონაწილეობდა ჩინეთთან და ჩინურ ენასთან დაკავშირებულ ღონისძებებში და ყოველწლიურად გადიოდა HSK ჩინური ენის დონის გამოცდაზე.

ნათია არ არის პირველი სტუდენტი თავისუფალი უნივერსიტეტიდან, ვინც შესაბამისი მიმართულებით დაიწყო საელჩოში მუშაობა.