თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლა ზრდის კრიტიკულად და შემოქმედებითად მოაზროვნე ახალგაზრდებს − მაღალი სამოქალაქო ცნობიერებითა და მზაობით ლიდერობისათვის.
თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტები იღებენ ფართო განათლებას ჰუმანიტარულ საგნებში (ისტორია, ხელოვნება და ლიტერატურა), სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებებში (ფილოსოფია, ანთროპოლოგია, სოციოლოგია და ფსიქოლოგია). ითვისებენ ბიზნესის, ეკონომიკისა და სამართლის საწყისებს, დახელოვნდებიან პროექტების მართვასა და ადმინისტრირებაში. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ შეძლებენ წარმატებით უხელმძღვანელონ ნებისმიერ პროექტს, იმუშავენ საერთაშორისო, სახელმწიფო და ბიზნეს ორგანიზაციებში.
ჩვენს სკოლაში სტუდენტი იღებს ცოდნას ისეთ დისციპლინებში როგორებიცაა, პოლიტიკის ფილოსოფია და საჯარო პოლიტიკის ანალიზი, ფსიქოლოგია და ანთროპოლოგია; ითვისებს ბიზნესის, ეკონომიკისა და სამართლის საწყისებს; იძენს წარმატებული ლიდერისა და მმართველისათვის ისეთ აუცილებელ უნარებს, როგორებიცაა პროექტების მართვა და ადმინისტრირება. ამ სკოლაში მიიღებული პრაქტიკული გამოცდილებით და ფართო ცოდნით ადამიანზე, საზოგადოებასა და კულტურაზე კურსდამთავრებულს შეეძლება მართოს სხვადასხვა სახის ორგანიზაციები.
სტუდენტები სწავლის განმავლობაში მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა პროექტებში, გადიან სტაჟირებას, რაც მათ ცოდნის გაღრმავებისა და შემოქმედებითი თვითგამოხატვის საშუალებას აძლევს. ჩვენი სტუდენტები უკვე აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა საზოგადოებრივ და კულტურულ ღონისძიებებში. მათი ინიციატივით დაარსდა ლიტერატურული და მედია კლუბები. ასევე ეროვნულ ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობით შეიქმნა სტუდენტური ჯგუფი, რომელიც უკვე ახორციელებს სხვადასხვა შინაარსის სოციალურ პროექტებს.
მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლა გამოირჩევა არა მხოლოდ განსხვავებული სასწავლო პროგრამით, არამედ სწავლების განსაკუთრებული მეთოდით, რომელიც დანერგილია დასავლეთის ბევრ უნივერსიტეტში და მას სოკრატეს მეთოდი ეწოდება. დღეს მას იყენებენ ისეთი წამყვანი სასწავლებლები, როგორიცაა ჩიკაგოს, ოქსფორდის და კემბრიჯის უნივერსიტეტები. ამ მეთოდის საშუალებითა და ჩვენი გამორჩეული ლექტორების დახმარებით სტუდენტები სწავლობენ მნიშვნელოვან საკითხებზე კრიტიკული კითხვების დასმას, დამოუკიდებლად აზროვნებასა და პრობლემების შემოქმედებითად გადაწყვეტას, ანუ ყველაფერ იმას, რაც წარმატებულ მმართველს სჭირდება!
სწავლის დამთავრების შემდეგ, კურსდამთავრებული სოციალურ მეცნიერებათა ბაკალავრის ხარისხს მიიღებს.